VTB Bonus პროგრამის შესახებ


VTB Bonus არის ლოიალურობის პროგრამა ვითიბი ბანკის კლიენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლია ბონუს ქულების დაგროვება სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ბარათით განხორციელებულ თითოეულ ტრანზაქციაზე.

სად გროვდება ბონუს ქულები?

ბონუს ქულები გროვდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განთავსებულ ნებისმიერი ბანკის პოს-ტერმინალში ვითიბი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში.

როგორ გროვდება ბონუს ქულები?

ბონუს ქულები ირიცხება ავტომატურად, ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერი ნივთის/მომსახურების ბარათით შესაძენად ბარათის ტერმინალში გატარებისას.

დარიცხული ბონუს ქულების რაოდენობა დამოკიდებულია ბარათის ტიპზე: 

cxrili-ge.jpg

გარდა ამისა, მოქმედებს ქეშ-ბექის სისტემა. პარტნიორ ობიექტებში ანგარიშსწორების შემთხვევაში ბარათის მფლობელს უბრუნდება დახარჯული თანხის 3-20%-მდე, რომელიც ასევე ირიცხება ბონუს ქულების სახით.

როგორ ხდება ბონუს ქულების დახარჯვა?

დაგროვილი ბონუს ქულების დახარჯვა შესაძლებელია რამდენიმე გზით:

  • მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება;
  • კომუნალური გადასახადის გადახდა;
  • ქულების გადაცვლა საჩუქრებზე ვებ გვერდზე bonus.vtb.ge;
  • ქულების კონვერტაცია ფულში (ქულების გადარიცხვა საკუთარ ანგარიშზე);
  • ქულების დახარჯვა ვებ-გვერდზე www.swoop.ge 

ბონუს ქულების დახარჯვა ხდება შემდეგი ფორმულით:

cxrili-2.jpg

ბონუს ქლების დახარჯვა შესაძლებელია დაგროვებიდან 14 დღის შემდეგ. ბონუს პროგრამაში ჩართვიდან (ბონუს ქულების პირველი დარიცხვიდან) 2 წლის შემდგომ უქმდება 1-ლი წლის განმავლობაში დაგროვილი ქულები

როგორ მივიღოთ ინფორმაცია დაგროვილი ბონუს ქულების შესახებ?

  • გაგზავნეთ სიმბოლო "P" SMS ნომერზე 1505 და მიიღებთ შეტყობინებას დაგროვილი და ხელმისაწვდომი ბონუს ქულების შესახებ;
  • გაიარეთ ავტორიზაცია ვებ-გევრდზე bonus.vtb.ge და მომხმარებლის ანგარიში იხილეთ ინფორმაცია დაგროვილი და ხელმისაწვდომი ბონუს ქულების შესახებ;
  • ეწვიეთ თქვენი ინტერნეტ ბანკის მთავარ გვერდს, დარეკეთ ქოლ ცენტრში ნომერზე 224 24 24 ან მიმართეთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.